მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირველი იანვრიდან ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება

პირველი იანვრიდან ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება

Published on

პირველი იანვრიდან ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება და 2 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული მთელი ავტოპარკის შემოწმება მოხდება.
ავტომობილების ტექდათვალიერება დაახლოებით, 60 ლარის ფარგლებში ეღირება. 
 
 მთავრობა ზედა ზღვარს დააწესებს, ანუ დარეგულირებს ფასს რათა შემდეგ ბაზარზე ხელოვნურად არ გაიზარდოს და მოსახლეობას ეს სერვისი ტვირთად არ დააწვეს. 
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ ტექდათვალიერების არგავლის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. 
 
იმ შემთხვევაში,  თუ ავტომობილი ვერ გაივლის სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას, მძღოლს ხარვეზების აღამოსაფხვრელად დაახლოებით, ერთი თვე მიეცემა , კონკრეტული გრაფიკი ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება.
ავტომობილების ტექდათვალიერების დროს იმოქმედებს 7 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც ყველას მოეთხოვება. ეს არის – მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები. ჩამოთვლილი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია, რაც ყველას მოეთხოვება, მძღოლი აქ  არანაირ შეღავათს არ უნდა ელოდოს. ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ
 
ტექდათვალიერების გავლის შემდეგ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის გადატანა აიკრძალება. როდესაც ასეთი მანქანა მეორედ მივა ტესტირებაზე და მას მარცხენა მხარეს ექნება საჭე გადატანილი, სავალდებულო ტესტირებას ვეღარ გაივლის. 
რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ მანქანებს,  „ეს მანქანები სხვა პარამეტრებზე ტესტირებას ჩვეულებრივად გაივლიან, მაგრამ რაც შეეხება საჭის მექანიზმს, ჩვენ შევამოწმებთ და თუ ძალიან ცუდი მდგომარეობა არ არის, მაშინ სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ჩვეულებრივად გავატარებთ. თუ რაიმე პრობლემა იქნება, ამ შემთხვევაში დროს მივცემთ, რომ გამოასწორონ მინიმალურად მაინც“ 
 
„პირველ ეტაპზე არის ორწლიანი ციკლი, რათა მთლიანად მთელი ავტოპარკი მოვიცვათ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ დავიწყებთ პირველ ტესტირებას 2018 წლიდან, ეს იქნება ორწლიანი, მაგრამ შემდეგ უკვე გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე, რაც არის 4+2+1. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მანქანა 4 წლამდე არ გადის სავალდებულო ტესტირებას, შემდეგ 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო 6 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ავტომობილი სავალდებულო ტესტირებას წელიწადში ერთხელ გაივლი“, – განაცხადა ხმალაძემ.
 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...