მთავარისიახლეებისაზოგადოებაავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ ტექდათვალიერების არგავლის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ ტექდათვალიერების არგავლის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება

Published on

ვტომობილების ტექდათვალიერება დაახლოებით, 60 ლარის ფარგლებში ეღირება, – ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განაცხადა.როგორც მიხეილ ხმალაძემ აღნიშნა, ყველა ვარიანტში მთავრობა ზედა ზღვარს დააწესებს, ანუ ფასი იქნება რეგულირებული, რათა შემდეგ ბაზარზე ხელოვნურად არ მოხდეს ფასის გაზრდა და მოსახლეობისთვის ამ სერვისის ტვირთად დაწოლა.გარდა ამისა, მისი თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ ტექდათვალიერების არგავლის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა ხმალაძემ კონკრეტული ციფრი ამ ეტაპზე ვერ დაასახელა, რადგან მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს.იმ შემთხვევაში კი, თუ ავტომობილი ვერ გაივლის სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას, მძღოლს ხარვეზების აღამოსაფხვრელად დაახლოებით, ერთი თვე მიეცემა, თუმცა კონკრეტული გრაფიკი ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა...

ეკა კუპატაძე: გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად საშიშია, თუ ვინმე დასუჯელობით წახალისდება, ხმალამოღებული გაწყვეტენ ხალხს

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე საქალაქო სასამართლოში ესწრება პროცესს და სადაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ...

Reuters: უკრაინაში Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

უკრაინის სამხედროებისთვის განკუთვნილი სატელიტური სისტემის, Starshield-ის, შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა, — ამის შესახებ...

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის მიმართულებით, — ამის შესახებ...