მთავარისიახლეებიპოლიტიკაDeutsche Welle: დაჭრილი რუსი ჯარისკაცების უმრავლესობა ძირითადად ღარიბი რეგიონებიდანაა და ხშირად...

Deutsche Welle: დაჭრილი რუსი ჯარისკაცების უმრავლესობა ძირითადად ღარიბი რეგიონებიდანაა და ხშირად არ იციან, რისთვის იბრძვიან სინამდვილეში

Published on

Deutsche Welle საავადმყოფოებში მომუშავე რამდენიმე წყაროზე დაყრდობით წერს, რომ რუსი ჯარისკაცები “ხშირად მოჰყავთ,  ფეხების, ყურებისა და თვალების გარეშე”-ბევრი  ჯარისკაცი ძალიან გვიან და განგრენით შეიყვანეს. 

 გერმანული გამოცემა ციტირებს წყაროს, რომ დაჭრილ-დასახიჩრებულ დიდი ნაწილი სულ ბავშვია, ახალგაზრდები, ძირითადად ღარიბი რეგიონებიდან, რომლებიც დაბნეულები არიან და ხშირად არ იციან, რისთვის იბრძვიან სინამდვილეში. ნაწილს ხუთ დღემდე არაფერი უჭამია. ისინი დეზორიენტირებული იყვნენ, წარმოდგენა არ ჰქონდათ სად იყვნენ, მხოლოდ მშობლებთან დარეკვას ითხოვდნენ.

ყველა  საავადმყოფო, სადაც დაჭრილები თავად რუსებს გადაჰყავთ, ბელორუსიაშია   და, რაც იქ ხდება, უმკაცრესად გასაიდუმლოებულია. საიდუმლო სამსახურების KGB-ს ან FSB-ის თანამშრომლები პირდაპირ საავადმყოფოებში არიან მობილიზებული და ვითარებას აკონტროლებენ.  ყველა შენობა დაცულია. ცდილობენ ინფორმაციის მაქსიმალურად დამალვას. 

,,რუსეთში სამხედროებს გმირებივით პატივს სცემენ” – აღნიშნა პუტნმა მოსკოვის ოლიმპიურ სტადიონზე სიტყვით გამოსვლისას, სინამდვილეში  კი, თუ გადახედავთ საავადმყოფოებს, რომლებშიც კრემლის მძიმედ დაშავებული მებრძოლები არიან გადაყვანილი, იქ ვერცერთ  გმირს ვერ იპოვით. ან რა უნდა თქვას პუტინმა?  თავისი პირით არ სურს აღიაროს  თავისი დაუძლეველი იმიჯის განადგურება  და, რა თქმა უნდა, დუმს კუბოებზე, რომლებიც ოჯახებში იგზავნება ან უკრაინაშია მიწამიყრილი, თუმცა არაფერია დაფარული.

 

 

 

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...