მთავარისიახლეებისამართალიევროპული სასამართლო სარჩელების უმეტესობას განსახილველად არც იღებს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საქმე მიღებულია...

ევროპული სასამართლო სარჩელების უმეტესობას განსახილველად არც იღებს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საქმე მიღებულია განსახილველად

Published on

“ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სამართალი იქნას აღსრულებული და სიმართლე დადგენილი”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე სტრასბურგის სასამართლოს  გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ საკუთარ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შეტანილ სარჩელზე საქმის წარმოება უკვე ოფიციალურად დაიწყო.

“ცნობილია საზოგადოებისთვის, რომ ევროპული სასამართლო სარჩელების უმეტესობას განსახილველად არც იღებს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საქმე მიღებულია განსახილველად. გადავდივართ საქმის განხილვის არსებით ეტაპზე, სადაც იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვარ იმაში, რომ ევროსასამართლო შეძლებს დაადგინოს ამ საქმეზე სიმართლე და გამოიკვეთოს ის დარღვევები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე იქნა ჩადენილი”, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის დასადასტურებლად ყველაფერს გააკეთებენ.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არსებითად დაირღვა არაერთხელ შიდა ეროვნულ დონეზე და ის არის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური მოტივაციით ახდენს “ქართული ოცნება” მის დევნას უკვე რამდენი წელია. სწორედ ამიტომ მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით ორი წლის წინ. დღეს გამოქვეყნდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მოთხოვნისა, ჩვენი საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და არსებითად განიხილავს სასამართლო. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავადასტუროთ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების ფაქტი ევროპულ სასამართლოში”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...