მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთს მარაგის სერიოზული პრობლემები აქვს, არმია კი დემორალიზებულია

რუსეთს მარაგის სერიოზული პრობლემები აქვს, არმია კი დემორალიზებულია

Published on

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 23 მარტის მონაცემებით, კიევის სიახლოვეს უკრაინული ძალები რუსეთზე წნეხს ზრდიან. ამ პერიმეტრზე კი რუსეთს მარაგის სერიოზული პრობლემები აქვს, რუსი სამხედროები კი დემორალიზებულები არიან. 

ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უკრაინის საპასუხო შეტევები კიევთან ახლოს მდებარე ქალაქებში წარმატებულია. დაზვერვის ვარაუდით უკრაინამ დაიბრუნა რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი, მათ შორის მაკარივი და მოსჩუნიც.

„უკრაინის ძალები წარმატებით ახორციელებენ საპასუხო შეტევებს რუსეთის პოზიციებზე დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე ქალაქებში და, სავარაუდოდ, უკრაინამ ხელახლა დაიკავა მაკარივი და მოსჩუნი.

რეალურია შესაძლებლობა, რომ უკრაინულ ძალებს ახლა ბუჩასა და ირპინში რუსული დანაყოფების ალყაში მოქცევა შეუძლიათ“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ უკრაინის საპასუხო შეტევები რუსულ ძალებს ხელახლა ორგანიზებასა და კიევზე შეტევის განახლებაში ხელს შეუშლის.

BBC-ს ინფორმაციით,   პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი NATO-სა და დიდი შვიდეულის სამიტებზე გააკეთებს განცხადებას,   რომ 25 მილიონამდე ფუნტს გამოყოფს უკრაინელი ჯარისკაცებისა და მფრინავების ანაზღაურებისთვის. 

“გაერთიანებული სამეფო იმუშავებს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რათა გაძლიერდეს უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა, გააძლიეროს მათი თავდაცვა, რადგან ისინი ამ ბრძოლის გარდატეხას მოახდენენ”

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 6 ათას რაკეტას გადასცემს. 

 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...