მთავარისიახლეებისამართალიმიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას არ ენდობა და კითხვებზე პასუხს მხოლოდ სასამართლოზე...

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას არ ენდობა და კითხვებზე პასუხს მხოლოდ სასამართლოზე გასცემს

Published on

ე. წ. ციანიდის საქმის ადვოკატები მოითხოვენ, რომ მათი გამოკითხვა ჩვენებების მასმედიის საშუალებებით გავრცელების საქმეზე,  მოსამართლის თანამონაწილეობით მოხდეს.
 
 დღეს თბილისის  პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაკითხვაზე იყო დაბარებული – პროკურატურას კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით,  ვის შეეძლო  მიეწოდებინა ტელევიზიებისთვის ინფორმაცია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სასამართლო ჩვენების შესახებ.
  
 უფლებადამცველმა შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა რომ საგამოძიებო უწყებასისთვის ჩვენების მიცემაზე უარს უთხრა –  პროკურატურას არ ვენდობი – გამაცხადა მან 
მისივე  თქმით, ის   მზად არის ჩვენება მისცეს საქმესთან დაკავშირებით, თუმცა არა საგამოძიებო უწყებაში, არამედ სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით.
 
„კითხვები ეხებოდა შემდეგს, თუ რამდენად მქონდა შეხება გასაჯაროებულ ინფორმაციასთან ანუ, ჩვენებებთან. მე შესაბამისად, ძალიან კონკრეტულად და მოკლედ ვუთხარი, რომ ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
 
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დაიკითხება ყველა პირი, მათ შორის პროკურორები, ასევე ჟურნალისტები. ადვოკატი ვარაუდობს, რომ საქმის გამოძიების ფარგლებში დაიკითხებიან  საპატრიარქოს წარმომადგენლებიც.  

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...