მთავარისიახლეებიმსოფლიო"კიევის მარყუჟი (Котёл)" - უკრაინული არმიის კონტრშეტევა ომის ერთი თვის თავზე

“კიევის მარყუჟი (Котёл)” – უკრაინული არმიის კონტრშეტევა ომის ერთი თვის თავზე

Published on

რუსულ საჯარისო შენაერთებს არათუ რამდენიმე დღეში კიევის აღების, კიევის ალყაში მოქცევის გეგმაც ჩაუვარდათ.

23-24 მარტის მდგომარეობით, ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები კიევთან “მარყუჟში (Котёл)” მოაქციეს – სამხედრო ჟარგონულ ტერმინოლოგიაში ასე ეწოდება სრულმასშტაბიან ალყას, როცა მტრული ძალების არც წინსვლისა და არც უკანდახევის, არც ალყიდან ორგანიზებული გამოყვანის პერსპექტივა არ არსებობს. 

დღეის მდგომარეობით, უკრაინელებმა ოკუპანტებს კიევის აღმოსავლეთით 25-35 კმ მანძილზე უკან დაახევინეს, რაც ნიშნავს, რომ მათ კიევის ცენტრამდე 55 კმ აშორებთ აღმოსავლეთიდან, ეს კი 25-35 კმ-ით მეტია წინადღესთან შედარებით. 

რაც შეეხება კიევის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებას, რუსულ შენაერთებს თავდაცვითი პოზიციები უჭირავთ და ამ მიმართულებაზე 15-20 კმ-ით დაშორებული რჩებიან დედაქალაქის ცენტრს. 

აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანი სი ენ ენს ეუბნება, რომ რუსული სამხედრო შენაერთების გააქტიურება ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში უფრო შეინიშნება, ვიდრე კიევის მიმართულებაზე. 

ამავე დროს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იტყობინება, რომ უკრაინა წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს კიევის ჩრდილოეთით და არსებობს მოლოდინი, რომ რუსული ძალები გარშემორტყმული აღმოჩნდებიან ბუჩასთან და ირპენთან.

დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინა აგრძელებს შეტევებს რუსეთის სამხედრო შენაერთებზე კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც რუსულ არმიას სერიოზული პრობლემები აქვს მომარაგებისა და მორალური სულისკვეთების კუთხით. 

“ამასთან, უკრაინის ჯარი რუსულ პოზიციებს წარმატებით უტევენ კიევის მიმდებარე ქალაქებში და, დიდი ალბათობით, უკვე დაიბრუნეს მაკაროვი და მოშჩუნი. არის რეალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ უკრაინის ჯარმა ალყაში მოაქციონ რუსული შენაერთები ბუჩასა და ირპენში”, – ნათქვამია ანგარიშში. 

სიახლეები

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია – სტივენ დაუთი

საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია - ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და...