საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია აჭარულმა კლუბმა ოფიციალურად საკუთარ Facebook-გვერდზე დაადასტურა.
კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ამასთან დაკავშირებით კლუბი განმარტებას სანაკრებო შეკრების დასრულების შემდეგ გააკეთებს. თუმცა, ცნობილია ის, რომ ხვიჩა „რუბინიდან“ ფიფა-ს მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამით, იჯარის წესით წამოვიდა