მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოალიცია `მედიის ადვოკატირებისათვის~ ბოლო დროს მედიაში განვითარებულ პროცესებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად...

კოალიცია `მედიის ადვოკატირებისათვის~ ბოლო დროს მედიაში განვითარებულ პროცესებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

Published on

“2015 წ. 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მას აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებული დავა ცდება კერძო-სამართლებრივ ჩარჩოებს.
 
სექტემბერში ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკანონო თვალთვალის შესახებ არ მოჰყოლია ეფექტური რეაგირება. გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ლანჩხუთში 21 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა „რუსთავი 2“-ის ადგილობრივ კორესპონდენტს.
 
ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ვეღარ შემოიფარგლება ზოგადი განცხადებებით. მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდის ყველა წევრმა კარგად გაიაზროს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიმძიმე. ხელისუფლება ვალდებულია დაადასტუროს, რომ ადგილი არ აქვს ჟურნალისტების და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ თვალთვალსა და შანტაჟს ან სასწრაფოდ გამოავლინოს და პასუხისგებაში მისცეს ამ მძიმე დანაშაულების ჩამდენი პირები.
 
ვშიშობთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 22 ოქტომბერს გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლოა წაახალისოს პოლიტიკური აქტივისტები და საჯარო მოხელეები და გახშირდეს ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები.
 
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, რომ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დააყენონ მედიის თავისუფლება, არ წაახალისონ ძალადობა და საკუთარი საქმიანობის ფარგლებში აღკვეთონ თავდასხმები ჟურნალისტებზე.
 
მედიის შანტაჟი და თავდასხმა ჟურნალისტებზე დიდ საფრთხეს შეიცავს არა მარტო მედიის თავისუფლების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც. როგორც მედიის შეზღუდვის მცდელობა, ასევე მედიის შეზღუდვის ცალკეულ ფაქტებზე არასათანადო რეაგირება, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის დაკარგვის ტოლფასია.
 
ჩვენი საზოგადოება ყოველთვის დაიცავს მედიის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიის უმთავრეს ღირებულებას~. – ნათქვამია განცხადებაში.
 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...