რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მე-6 არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადისლავ ერშოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკის ცნობით, მიზეზი კ სავარაუდოდ ის უზარმაზარი დანაკარგები გახდა, რაც რუსეთის არმიამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ განიცადა.
წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ მე-6 არმიამ 2000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მათგან 180-მდე წვევამდელია. ჟურნალისტის ინფორმაციით,
ერშოვი ამჟამად შინაპატიმრობაშია და მის წინააღმდეგ საქმეც აღძრეს.