მთავარისიახლეებიკულტურაანაკლიაში ვირტუოზი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი გაიმართა

ანაკლიაში ვირტუოზი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი გაიმართა

Published on

ანაკლიის ციხე-სიმაგრეში, ცნობილი ვირტუოზი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. სოლო კონცერტზე შესრულდა ბეთჰოვენის, შოპენის, ლისტის, დოლიძისა და ბაბაჯანიანის ნაწარმოებები.მის შემოქმედებას ეთაყვანებიან მსოფლიოს პოლიტიკური, რელიგიური ლიდერები, სპორტის, კინოსა და მუსიკის ვარსკვლავები. „მისი ბგერა მოსაუბრეა, მისი ტექნიკა უზადო და ფაქიზი. მსოფლიოს პიანისტთა ელიტის უმაღლეს საფეხურზე მყოფი ვალერიან შიუკაშვილი, თითოეულ ბგერას ემოციურ ფოიერვერკად აქცევს.ვალერიან შიუკაშვილი დღემდე მოცარტის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებად ითვლება.როგორც კონცერტის დასრულების შემდეგ შიუკაშვილმა განაცხადა, ის ანაკლიაში, კლასიკური მუსიკის ფესტივალის გამართვას გეგმავს. ღონისძიება, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა.

სიახლეები

სუს-ის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო...

ავალიანის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა იმსჯელებს

ახალი ბრალი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს - მოზარდების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს...

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...