ზელენსკი: უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა

0
247

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, “უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა”.

როგორც ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, თუ ნატო მზად არის უკრაინა ალიანსში იხილოს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ალიანსმა ქვეყანა გაურკვევლობაში არ უნდა ამყოფოს.

“პირადად მიკითხავს, ნატოს ლიდერებისთვის, რომ პირდაპირ ეთქვათ – ჩვენ მზად ვართ უკრაინა ნატოში მივიღოთ, მივიღოთ ერთ, ორ ან 5 წელში, უბრალოდ პირდაპირ და კონკრეტულად ეთქვათ. ან უბრალოდ ეთქვათ – არა. პასუხი იყო ძალიან მკაფიო: ნატოში ვერ შემოხვალთ, თუმცა ოფიციალურად კარი ღიაა.

მინდა ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უსაფრთხოების გარანტიები მივიღო. თუ ნატოს წევრები მზად არიან ალიანსში გვიხილონ, მაშინ ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ. რადგან ხალხი ყოველდღიურად იღუპება. თუ თქვენ არ ხართ მზად ჩვენი ხალხი სიცოცხლე გადაარჩინოთ, თუ უბრალოდ გინდათ გვხედავდეთ ორ სამყაროს შორის, ამ გაურკვეველ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ ვერ ვხვდებით, შეგიძლიათ თუ არა თქვენ ჩვენი მიღება – ნუ გვაყენებთ ამ გაურკვეველ მდგომარეობაში…”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს დახმარებისთვის მადლობაც გადაუხადა. მისი თქმით, საომარი მდგომარეობაში ყოფნა გაწეული დახმარების გარეშე ბევრად რთული იქნებოდა.

წინა სტატია368 ახალი შემთხვევა და კიდევ 8 გარდაცვლილი – 21 მარტის კოვიდსტატისტიკა
შემდეგი სტატიასუმის ოლქში, სუმიხიმპრომის ქარხანაში ამიაკმა გაჟონა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური