მთავარისიახლეებიპოლიტიკადაიბარეს თუ არა ზუგდიდის მერობის კანდიდატის დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი დაკითხვაზე?

დაიბარეს თუ არა ზუგდიდის მერობის კანდიდატის დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი დაკითხვაზე?

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრო  უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის სესახებ, რომ ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი, მამუკა დარასელია დაკითხვაზეა დაბარებული. 
უწყების განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მოქალაქე მამუკა დარასელია დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.
 
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი მამუკა დარასელია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. დარასელიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღეს დილით გაავრცელა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ დაურღვევია, პოლიციამ დღეს დაკითხვაზე დაიბარა. რაც მ პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია და პოლიციის განყოფილებაში მისვლას არ აპირებს. 
 
"დღეს დილით დამიკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან. მითხრეს, რომ მივსულიყავი გამოკითხვაზე. თუ მე არ მივიდოდი, მანქანას გამოუშვებდნენ და წამიყვანდნენ. ფაქტს ვუკავშირებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას და იმ ხმამაღალ განცხადებებს, რომელსაც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ვაჟღერებ,"- განაცხადა დარასელიამ. 

სიახლეები

აფხაზეთში გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის “კანონპროექტს” განიხილავენ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის "კანონპროექტს" განიხილავს....

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 250-ზე მეტი დრონი გაუშვა

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 250-ზე მეტი დრონი გაუშვა - საჰაერო თავდაცვაა ამოქმედებული მოსკოვშიც - ინფორმაცია...

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...