მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთი ცრუობს, რომ უკრაინას სადაცაა ნეიტრალიტეზე დაიყოლიებს, პოდოლიაკის თქმით კი უკრაინა...

რუსეთი ცრუობს, რომ უკრაინას სადაცაა ნეიტრალიტეზე დაიყოლიებს, პოდოლიაკის თქმით კი უკრაინა თავის პოზიციაზე რჩება

Published on

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შესახებ რუსეთის განცხადებები მათ მოთხოვნებს ასახავს. უკრაინა კი თავის პოზიციაზე რჩება.

„მოლაპარაკებების შესახებ: რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათ მოთხოვნებს ასახავს. ყველა მათი განცხადება, სხვა რამეებთან ერთად, მიმართულია მედიაში დაძაბულობის გამოწვევისკენ. ჩვენი პოზიცია უცვლელია: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მყარი გარანტიები სპეციალური ფორმულებით“, – აცხადებს პოდოლიაკი.

დღესვე უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას უკრაინის ნეიტრალურ სტატუსსა და NATO-ში არ შესვლაზე რუსეთისა და უკრაინის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის ასევე ვლადიმერ მედინსკიმ თქვა, რომ კიევმა ავსტრიული ან შვედური ნეიტრალიტეტის მეთოდით დემილიტარიზაციის წინადადება დააყენა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კი განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის სპეციალურ, უკრაინულ მოდელს, რასაც სამართლებრივი ძალა ექნება და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.

 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...