მთავარიUncategorizedგიორგი გახარია: თუ ქართული ოცნება ასე გააგრძელებს, კალაშნიკოვის კი არა, ტანკის...

გიორგი გახარია: თუ ქართული ოცნება ასე გააგრძელებს, კალაშნიკოვის კი არა, ტანკის ლულას მოგვადებენ თავთან

Published on

საქართველოს ხელისუფლება გვაშინებს და ამას ფრთხილ პოლიტიკას ეძახის მაგრამ  ამას ფრთხილი პოლიტიკა არ ქვია, ამას ქვია “მხდალი”. . ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

“თუ ასე გააგრძელებენ კალაშნიკოვის ლულის მაგივრად, ტანკის ლულას მოგვადებენ თავთან. ეს ზუსტად ასე იქნება, აგიხსნით რატომ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სიფრთხილე და გონიერი პოლიტიკა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო, რა თქმა უნდა ცხელ ომში ჩათრეული არ უნდა იყოს. ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წელს, ეს ფასი გადახდილი გვაქვს. ყველაფერი ამისთვის უნდა გააკეთოს, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამაც, ერთმნიშვნელოვნად.

მაგრამ ამის შემდგომ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. როდესაც ვხედავთ მსოფლიოს უპრეცედენტო მხარდაჭერას, უკრაინის მიმართ.

ჩვენ, სახელმწიფომ, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ოკუპაციის პირობებში, როცა ფასი უკვე გადავიხადეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ფარდა, რომელიც უპრეცედენტო სოლიდარობის, მთელი მსოფლიოს ფარავს დღეს და იცავს უკრაინას, ჩვენზეც უნდა გავრცელდეს. ჩვენზეც თუ არ გავრცელდა და ჩვენი უსაფრთხოების საკითხებთან დავრჩით მარტო ერთი-ერთზე დამთავრებულია. ჩვენი სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება”, — უპასუხა გახარიამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გვაშინებს და ამას ფრთხილ პოლიტიკას ეძახიან. გახარიას აზრით ამას ფრთხილი პოლიტიკა არ ქვია, ამას ქვია, “მხდალი”.

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი პრემიერმინისტრს არ ურჩევდა უკრაინაში ვიზიტს , მისი თქმით, “კალაშნიკოვის ლულა გვაქვს საფეთქელთან” და “კიდე მეტს ვლაპარაკობთ”.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...