მთავარისიახლეებიმსოფლიოენრიკ ფოლკი: დამოუკიდებელი კატალონია რუსეთის მოკავშირე იქნება და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“...

ენრიკ ფოლკი: დამოუკიდებელი კატალონია რუსეთის მოკავშირე იქნება და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობასაც აღიარებს

Published on

.ევროპელი მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ „კატალონიელ სეპარატისტებს“ , შესაძლოა, რუსეთი ეხმარებოდეს.
 
როგორც ”ამერიკის ხმის” ქართული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსი ენრიკ ფოლკი, რომელიც კატალონიის სოლიდარობის პარტიის საერთაშორისო მდივანია, რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კატალონია მსოფლიო ფორუმებზე რუსეთის მოკავშირე იქნება და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობასაც აღიარებს.
 
”ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ შესაძლო არეულობათა თავიდან ასაცილებლად კატალონიაში ათასობით პოლიციელი მიავლინა. ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც რეფერენდუმს დაუჭირეს მხარი, უმკაცრესი ჯარიმებითა და დაპატიმრებით დაემუქრა.
პოლიციის გადამეტებული სიმკაცრის მიუხედავად, შეერთებული შტატები და ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობა ესპანეთის პრემიერ მარიანო რახოისა და ქვეყნის ერთიანობას უჭერენ მხარს.
 
რუსული სახელმწიფო მედიის სიმპათიები კი ცალსახად კატალონიის დამოუკიდებლობისაკენ იხრება. მიმომხილველები ეჭვობენ, რომ კატალონური სეპარატიზმის ფარული მხარდაჭერა მოსკოვის მორიგი მცდელობაა, დააზიანოს ერთიანი ევროპის იდეა.
ოფიციალური კრემლი კატალონიის ამბებს არ ეხმაურება და ამბობს, რომ ის ესპანეთის საშინაო საქმედ მიაჩნია”, – ნათქვამია სტატიაში.
 
კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-მა,  2 მილიონმა ამომრჩეველმა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი, რეფერენდუმში მონაწილეობა 2,26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის (5,34 მილიონი) 42,3%-ს შეადგენს. 
 
 

სიახლეები

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში...