მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც უკრაინაში მიდის – თუ საერთოდ არ გაქვთ რაიმე სამხედრო მომზადება გავლილი, ნუ ჩაეწერებით შეიარაღებულ შენაერთში. – წერს მიხეილ სააკაშვილი
ადგილზე ბევრი სხვა სახის დახმარებაა შესაძლებელი. დაეხმარეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურს, სამედიცინო ბრიგადებს. წინა ხაზზე გასვლა სულ სხვა მომზადებას საჭიროებს.
მე რომ იქ ვიყო, წინა ხაზზე გავიდოდი, ვინაიდან 2 წელი ჯარშიც ვიმსახურე და საქართველოში რეზერვისტის კურსიც გავლილი მაქვს.