ევროპარლამენტარები ზელენსკის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვენ

0
306

ევროპელი პარლამენტარები​ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას ღია წერილით მოითხოვენ.

36 დეპუტატი, რომელთა შორის ნიდერლანდელი პოლიტიკოსები ჭარბობენ, ნობელის კომიტეტს მიმართავენ, 31 მარტამდე ლაურეატობის კანდიდატთა სია განაახლონ და მასში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, უკრაინელი ხალხიც შეიყვანონ.

„ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინელი ხალხის სიმამაცისა, რომელიც უძლებს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ ამ ომს. მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები იბრძვიან დემოკრატიისა და თვითმმართველობის შესანარჩუნებლად. უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიდან დაწყებული, თვალცრემლიანი მამაკაცით დამთავრებული, რომელიც ემშვიდობება ოჯახს, რათა იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის, ხალხი მთელ უკრაინაში ავტორიტარიზმის ძალებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღდგა. მიგვაჩნია, რომ ახლა არის დრო, ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ მსოფლიო მათ მხარესაა“, – ვკითხულობთ წერილში.

წინა სტატიაიაპონია და ავსტრალია რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი: ვერ ვხედავ ახლა ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის შეჩერებისთვის”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური