მთავარისიახლეებისამართალი,,ქართული ოცნების'' კიდევ ერთმა დაპირებამ ჩაილურის წყალი დალია: სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი მსოფლიო...

,,ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დაპირებამ ჩაილურის წყალი დალია: სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი მსოფლიო რეიტინგებში განუწყვეტლივ ეცემა

Published on

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის მიხედვით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო 137 ქვეყნიდან 87-ე ადგილზეა. რეიტინგში საქართველო 37 პოზიციით აზერბაიჯანს და 38-ით ტაჯიკეთს ჩამორჩება.  რეიტინგმა შარშანდელთან შედარებით, 24 პუნქტით დაიკლო და 63-ე ადგილიდან 87-ზე გადაინაცვლა.  
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე კვლევის შედეგებზე აფასებს, როგორც "სასამართლო სისტემის სრულ კრახს".
ზაზა ხატიაშვილის თქმით, "რუსთავი2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით 13-მა ქართველმა მოსამართლემ ქართული მართლმსაჯულების განაჩენი დაწერა".
 
 
არასამთავრობოების შეფასებით, რუსთავი2-ის საქმე ერთ-ერთია იმ ჩამონათვალში, რაც ქართული მართლმსაჯულების რეიტინგზე ყველაზე უარყოფითად აისახა.
 
მესამე სექტორი სასამართლო სისტემაში რეფორმის გატარებისკენ ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია, მოუწოდებს.

 
 
 
 
სხვა  კრიტერიუმის მიხედვით საქართველოს შედეგები  ასე გამოიყურება:
საკუთრების უფლებები – 46-ე ადგილი, გაუარესება 3 ადგილით
ფავორიტიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებში – 57-ე ადგილი, გაუარესება 12 ადგილით
მთავრობის გამჭვირვალობა – 46-ე ადგილი, გაუარესება 3 ადგილით
გადასახადების დონე – 8-ე ადგილი, გაუმჯობესება 1 ადგილით
დაბალანსებული ბიუჯეტი – 40-ე ადგილი, გაუარესება 16 ადგილით
ინფლაცია – 1 ადგილი, გაუმჯობესება 79 ადგილით
მთავრობის ვალი – 59-ე ადგილი, გაუარესება 3 ადგილით
ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი – 81-ე ადგილი, გაუმჯობესება 2 ადგილით
დაწყებითი განათლების ხარისხი – 106-ე ადგილი, გაუარესება 13 ადგილით
სკოლების ინტერნეტიზაცია – 68-ე ადგილი, გაუმჯობესება 5 ადგილით
სამუშაო ძალის კვალიფიკაცია -125-ე ადგილი, უცვლელია

სიახლეები

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა - აქციებიდან "ქართული ოცნების" სიაში პორტირებული 20...

აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა....

უკრაინა მზად არის, იმუშაოს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის იმუშაოს ომის დასრულებაზე ამერიკის მიერ...

დაკავების მერე, ქეთი ხუსკივაძეს სილურჯეები აღენიშნება, ტკივილსაც უჩივის – ადვოკატი

აქციაზე დაკავებული ლექტორი, ქეთევან ხუსკივაძე მისმა ადვოკატმა, მარიამ კალანდაძემ მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების...