მთავარისიახლეებიმსოფლიორუსულ "60 წუთში" ბალტიისპირეთისა და ევროპის დაპყრობის გეგმა განიხილეს

რუსულ “60 წუთში” ბალტიისპირეთისა და ევროპის დაპყრობის გეგმა განიხილეს [video]

Published on

რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე, ოლგა სკაბეევასა და მისი ქმრის საავტორო გადაცენაში “60 წუთი” განიხილეს, რა იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი უკრაინის შემდეგ: 

საუბარია შვედეთის კუთვნილ კუნძულ გოთლანდის აღებაზე, ნატოს რადარების “დაბრმავებაზე”, ტალინში, რიგასა და ვილნიუსში ე.წ. “თავაზიანი ადამიანების” გამოჩენაზე და იმაზე, როგორ დაყრის ფსკოვის დივიზიით გარშემორტყმული ნატოს შენაერთი იარაღს…

დეტალურად, ეს გეგმა ასე გამოიყურება:

“ბალტიისპირეთის აღება, რომელიც შემდეგი გზებით მოხდება:
იქნება მასიური რადიოელექტრონული დარტყმა, რის გამოც ნატოს ყველა რადარი “ბრმავდება” და ვერაფერს ხედავს.

ამავდროულად, შვედურ კუნძულ გოთლანდიაზე დასხდებიან რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომლებიც იქ ჩაიტანენ საზენიტო-სარაკეტო დანადგარებს ს-400-ებს და სანაპირო სარაკეტო კომპლექსებს “ბასტიონი”. ამ დროს ჯერ კიდევ ვერავინ ვერაფერს ხედავს, დასავლეთი ცდილობს გაერკვეს, რატომ არ აჩვენებენ არაფერს რადარები.

კალინინგრადის შენაერთი და ბელორუსის შეიარაღებული ძალები ერთიანდებიან სუვალკსკის დერეფანში, აშორებენ რა ერთმანეთს პოლონეთისგან (და შესაბამისად, ნატოსგან) ლიეტუვას, რიგაში, ტალინსა და ვილნიუსში ჩნდებიან “თავაზიანი ადამიანები”.

დასავლეთის სამხედრო ოლქის კონტინგენტი შედის ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. ამ მომენტში გამოირთვება რადიოელექტრონული დანადგარები და გაოცებული დასავლეთი და ნატო აღმოაჩენენ, რომ რუსეთმა უპილოტო ზონად გამოაცხადა 400 კმ-იანი რადიუსი გოთლანდიის თავზე, რომ მთელი ბალტიის ზღვა რუსული “ბასტიონების” სამიზნეა.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის სამხედრო კონტინგენტი ალყაშემორტყმულია ფსკოვის საჰაერო-სადესანტო ძალების მიერ. ახალი ხელისუფლებები აცხადებენ ლიტვის, ესტონეთისა და ლატვიის სახალხო რესპუბლიკებს, შვედეთი აცხადებს მუდმივ ნეიტრალიტეტს და განსაკუთრებული სტატუსით კუნძულ გოთლანდს აძლევს რუსეთს 99 წლის იჯარით…”

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...