მთავარისიახლეებიმსოფლიო"კიევი ალყაში არ არის და არც იქნება, ჩემ ფეხებს შემოვლენ რუსები..." -...

“კიევი ალყაში არ არის და არც იქნება, ჩემ ფეხებს შემოვლენ რუსები…” – ვანო ნადირაძე[video]

Published on

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე, რომელიც უკრაინის ერთერთ სახელმწიფო სტრუქტურას დაქვემდებარებულ შენაერთს მეთაურობს, ამბობს, რომ ქართულ მედიასაშუალებებსა და სოცქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კიევი ალყაშია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

“კიევი ალყაში არ არის და ვერც მოექცევა. ცოტა სხვაგვარად რომ ვთქვა, ჩემ ფეხებს შემოვლენ კიევში რუსები, არც ისე ადვილია ეგ და ნუ ავრცელებთ პანიკას…

ახლავე მოგიყვებით, სად არიან და რა მანძილზე რუსი ოკუპანტები, რადგან ეს ზუსტად ვიცით – ჩვენ გავდივართ, ჩვენ ვმონაწილეობთ ამ პროცესებში…

დასავლეთის მიმართულებიდან – გოსტომელი, ბუჩა და ირპენი, სადაც ცდილობდნენ მოახლოებას საარტილერიო დარტყმებისთვის, მაგრამ ვერ მოახერხეს და პირიქით, უკან გავყარეთ. 

ჩრდილოეთის, ჩერნიგოვის მიმართულებიდან არიან რამდენიმე სოფელში, რომლებიც კიევიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. არის რამდენიმე სოფელი, მაგალითად ბროვარი და ბოგდანოვკა, სადაც რუსებმა მოახლოება შეძლეს, მაგრამ იმ მანძილზე არ არიან, რომ საარტილერიო დარტყმა მიაყენონ კიევს. 

რაც შეეხება სამხრეთის მიმართულებას, 100 კილომეტრზეც კი არ არიან მიახლოებული კიევს. კი, არის საავიაციო შეტევები ქალაქზე, მაგრამ კიევი არ არის დაბომბვის ქვეშ, არც ალყაშია და ნუ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, იფიქრეთ იმაზე, რომ ვინც აქ იბრძვის, დედა, მამა, ოჯახის წევრები ჰყავს და ისინი ნერვიულობენ… ნუ უფუჭებთ განწყობას მებრძოლებს, ოპტიმისტური პოსტები წერეთ, პანიკის დათესვა არაა საჭირო…”, – ამბობს ქართველი მებრძოლი. 

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია – სტივენ დაუთი

საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია - ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და...

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა - არსებული ინფორმაციით, ახალი გაერთიანება მიზნად ევროპაში...

„სარფის“ საბაჟოზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით...

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...