ევროპარლამენტარები უკრაინაში ჩავიდნენ

0
280

უკრაინაში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარები მარიუპოლსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებენ. რამდენიმე ევროპელმა პოლიტიკოსმა მათ შორის ვიოლა ფონ კრამონმა და პეტრას ასტრევიჩუსმა ვიდეო მიმართვაც გაავრცელეს.

როგორც ირკვევა ევროპარლამენტარები ქალაქ ლვოვში არიან და უახლოესს საათები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.

“მარიუპოლელებო, ჩვენ ევროპარლამენტარები, დღეს ლვოვში ვიმყოფებით, თქვენზე ვფიქრობთ და ისე გვტკივა, როგორც თქვენ”, – თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

პეტრას აუსტრევიჩუსმა აღნიშნა, რომ პუტინი აუცილებლად დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს.

“ვიცი, რომ მარიუპოლი გადარჩება და გაიმარჯვებს. პუტინი დამარცხდება. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, მედგრად დადექით”, – თქვა აუსტრევიჩუსმა.

Members of the European Parliament visited Ukraine in Lviv and sent their support message to Mariupol.
1,500 civilians died in the city during the blockade. Today at 9:30, the aid departed to Mariupol in yet another attempt to establish the earlier agreed humanitarian corridor. pic.twitter.com/6sgCjpZ69v

— Euromaidan Press (@EuromaidanPress) March 12, 2022

წინა სტატიამარიუპოლში ე.წ. მწვანე დერეფანი გაიხსნა
შემდეგი სტატიარიკოთზე ტრაილერი პოლიციის ავტომობილს შეეჯახა – გარდაიცვალა 3 სამართალდამცველი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური