მთავარიUncategorizedმოკლულ ოკუპანტთა ცხედრები ბელორუსში გადააქვთ და გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ - BBC

მოკლულ ოკუპანტთა ცხედრები ბელორუსში გადააქვთ და გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ – BBC

Published on

BBC იტყობინება, რომ უკრაინაში, შეტაკებების დროს მოკლული რუსი ოკუპანტების ცხედრები ბელორუსში, ქალაქ მოზირში გადააქვთ და მაცივრის გარეშე, ერთ ადგილას უყრიან თავს, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ.

სავარაუდოდ, საუბარია მობილურ კრემატორიუმზე, რის შესახებაც ადრე მედია წერდა – ისინი სწორედ უკრაინა-ბელორუსის საზღვართან მდებარე ქალაქებშია განთავსებული. 

მედია ასევე იტყობინებოდა ბელორუსის რამდენიმე ქალაქის შესახებ, რომელთა მორგები გადავსებულია რუსი ჯარისკაცების ცხედრებით. განსაკუთრებული ყურადღება ამ მხრივ სწორედ მოზირმა მიიპყრო – პატარა ქალაქმა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 60 კმ-ში მდებარეობს. 

სააგენტოს წყარო წერს, რომ ქალაქში ბევრი სამხედროა, ხოლო ქუჩაში რუსეთის სახელმწიფო ნომრიანი ბევრი მანქანა დადის. 

“ცხედრებს უბრალო ოთახებში, 5 კვადრატულ მეტრ ოთახებში ინახავენ, ისინი იხრწნება, ყარს, შემდეგ სადღაც მიაქვთ. ამას სამხედროები თვითონ აკეთებენ. ყველაფერი მკაცრი დაცვის ქვეშაა, მხოლოდ განყოფილების უფროსებს აქვთ წვდომა. რამდენია ეს ცხედრები, არავინ იცის, ექიმები ვარაუდობენ, რომ სადღაც ახლოს მობილური კრემატორიუმია ან ამ ცხედრებს უბრალოდ, მარხავენ”, – ამბობს ბი ბი სის წყარო. 

შეგახსენებთ, 11 მარტის ოფიციალური (უკრაინული მხარის) მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა შეჭრის დღიდან 12.000-ზე მეტი სამხედრო პირი დაკარგეს. 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...