პარლამენტის წევრი ანი წითლიძე თავის პირად ფეისბუქზე წერს:
2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა განმუხურში ბოტანიკური ბაღის პროექტი დაანონსა, გამოიყო მიწა, ჩამოვიდა კვირიკაშვილი (მაშინდელი პრემიერი მინისტრი) დაანონსა, რომ ბიძინა აშენებს ბოტ ბაღს.
მაგ ადგილას დღემდე ჭაობია.
არაფერი არ გაკეთდა.
მერე გვითხრეს ბიძინამ გადაიფიქრაო.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ამბავი:
არარსებულ ბოტანიკურ ბაღს ჰყავდა ადმინისტრაცია და თანამშრომლები და ბიუჯეტიდან 120 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა მაშინ ხელფასებზე
ანუ, რომ წარმოიდგინოთ, ჭაობს სადაც ბაყაყები ყიყინებდნენ რა)
თქვენ კი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მოლარეები გიკვირდათ.”