მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მძინარე ცხინვალი არ დაუბომბავს -ჰააგის სასამართლომ საფუძველი გამოაცალა...

საქართველოს მძინარე ცხინვალი არ დაუბომბავს -ჰააგის სასამართლომ საფუძველი გამოაცალა რუსულ ნარატივს

Published on

 “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ბრიფინგი გაიმართა. საქმე ეხება  ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერები გაცემას.

“ყველაზე მთავარი, რაც ამ გადაწყვეტილებით დასტურდება, არის ის, რომ ყველანაირი საფუძველი გამოეცალა 2008 წლის ომის შეფასებასთან მიმართებაში რუსულ ნარატივს , რომელსაც  “ქართული ოცნება”  წლების განმავლობაში ახვევდა ქართულ საზოგადოებას.-განაცხადა  ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა, კერძოდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მძინარე ცხინვალი არ დაუბომბავს.

 მაშინ, როდესაც უკრაინის მოვლენებმა ნათლად აჩვენა და მსოფლიო ლიდერები და ინსტიტუციები ნათლად აცხადებენ, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია იყო სამართლიანი და ადეკვატური, ხოლო რუსულ ნარატივს,   –  საქართველოს დადანაშაულებას იმაში, რომ საქართველომ ომი ვერ აიცილა, კასეტურ ბომბებს იყენებდა სრულიად გამოცალა საფუძველი

დადგინდა, რომ ქართული მხარე მოქმედებდა ,,სრული სიზუსტით თავდაცვისათვის”- ჰააგის გადაწყვეტილებაში დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი.”– თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

სიახლეები

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - პირველი პრეზიდენტი 87 წლის გახდებოდა  საქართველოს ეროვნული გმირი,...

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...