ალიანსს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ი ბუქარესტის სამიტზე უნდა მიეცა-ანდერს ფოგ რასმუსენი

0
287

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ალიანსს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ი 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უნდა მიეცა.

“2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას მაპ-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ ნატოს წევრები – შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა – შევქმენით ნატო & უკრაინის და ნატო & საქართველოს კომისიები. ანუ, მაპ-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო – თბილისისა და კიევისთვის „მაპ“-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ – ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ ნატოში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე  შეიჭრ აკიდეც საქართველოში”, – თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

როგორც მან “რადიო თავისუფლებასთან”ინტერვიუში აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების არმიღება იყო სიგნალი, რომ ნატო-ში უთანხმოებაა, პუტინმა ეს სისუსტე გამოიყენა და საქართველოში მალევე შეიჭრა

 

წინა სტატიაჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაპატიმრების ორდერის გაცემას ითხოვს
შემდეგი სტატია5-საათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ EU-ს ლიდერებმა უკრაინის ინტეგრაციას მხარი დაუჭირეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური