მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინის თავზე ცის დახურვა, No-fly zone-ის იდეა ხორცს ისხამს - კახა ლომაია

უკრაინის თავზე ცის დახურვა, No-fly zone-ის იდეა ხორცს ისხამს – კახა ლომაია

Published on

გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი კახა ლომაია უკრაინის თავზე ცის დახურვის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს ეხმიანება და ამ საკითხს პოლონეთის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტში განიხილავს. 
“No-fly zone-ის იდეა ხორცს ისხამს
როგორც მოსალოდნელი იყო, თავისუფალი სამყარო პოულობს ფორმებს, რომ გმირ უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს.
რამდენიმედღიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც ცენტრალურ როლს აშშ თამაშობდა, პოლონეთმა თანხმობა განაცხადა თავისი მოდერნიზებული “მიგები” გადასცეს ნატო-ს, გერმანიაში.
უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს გერმანიის მთავრობის ნებართვა, რომ თვითმფრინავები უკრაინელებმა გერმანიის საჰაერო სივრციდან გაიყვანონ. თუ ასე მოხდა, “მიგებს” ჯერ არგამოცხადებული საჰაერო დერეფნით შეიყვანენ უკრაინაში. ეს იქნება უკრაინის მოთხოვნის (no-fly zone) ნაწილობრივი დაკმაყოფილება.
ამას მივუმუტოთ კიდევ ორი უაღრესად მნიშვნელოვანი დღევანდელი გადაწყვეტილება: აშშ-მ რუსული ნავთობის, ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის იმპორტი 100%-ით აკრძალა, ევროკავშირმა კი გადაწყვიტა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი 2/3-ით შეამციროს 2022-ის ბოლომდე, და სრულად ჩაანაცვლოს 2030-მდე.
როგორც ჩანს, დასავლეთი შუა გზაზე გაჩერებას არ აპირებს.
დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკრაინელ ხალხს!”, – წერს კახა ლომაია.
შეგახსენებთ, უკრაინის ცის გამოცხადებას ფრენისთვის აკრძალულ ზონად, ფაქტობრივად, ომის დაწყების დღიდან ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...