მთავარისიახლეებიმსოფლიო"მე შენ მიყვარხარ, უკრაინელო ჯარისკაცო!" - მანტრასავით მიმეორებდა გოგონა - ევგენი ისაევის...

“მე შენ მიყვარხარ, უკრაინელო ჯარისკაცო!” – მანტრასავით მიმეორებდა გოგონა – ევგენი ისაევის პოსტი

Published on

უკრაინელი მებრძოლი ევგენი ისაევი იხსენებს პატარა უკრაინელი გოგოს ემოციებს, როცა ის საომარი მოქმედებების ზონიდან სამშვიდობოს გაჰყავდა. 
„დღეს პატარა გოგონა გამომომყავს ხელში აყვანილი, საბრძოლო ზონიდან…უკან აფეთქებების და სროლის ხმებია..
ცრემლიანი გოგონა თავისი პატარა ხელებით ჩამეჭიდა, მაგრად მომიჭირა და მანტრასავით იმეორებს:
– მე შენ მიყვარხარ უკრაინელო ჯარისკაცო.. ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ…
ხელებში მიჭირავს და მასთან ერთად გავრბივარ…
და ისე გავრბივარ, რომ 2014 წლიდან ჩემი ფეხის ტრავმაც კი დამავიწყდა..
გოგონა ტირის და იმეორებს… ტირის და იმეორებს..
– მე შენ მიყვარხარ უკრაინელო ჯარისკაცო!…
აი, რატომ მოვიგებთ ამ ომს!” – ასკვნის ისაევი. 
(მაიკო ჯავახიშვილის თარგმანი)

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...