მთავარისიახლეებისაზოგადოებამედიცინის კორიფეები- მურმან ფონია-პაციენტების მეგობარი და იმედი

მედიცინის კორიფეები- მურმან ფონია-პაციენტების მეგობარი და იმედი

Published on

საქართველოში მუდამ პატივისცემით ეპყრობოდნენ  პრაქტიკოს ექიმებს, მეტადრე- რეგიონებში, სადაც დედაქალაქთან შედარებით ყოველთვის შეინიშნებოდა სპეციალისტების ნაკლებობა და ვიწრო პროფილის ექიმსაც კი ხშირად გაცილებით ფართო საქმიანობა უწევდა. ეს უნივერსალური მკურნალები ხალხის დიდ სიყვარულს იმსახურებდნენ. პატივისცემა და სიყვარული არც მურმან ფონიას დაკლებია. 
ბიოგრაფია
მურმან ფონია 1938 წელს დაიბადა ცნობილი პედაგოგის დავით ფონიას ოჯახში. დამთავრა ზუგდიდის მეოთხე რუსული საჯარო სკოლა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. თავდაპირველად სოფლის ექიმად მუშაობდა, მერე კი რაიონულ საავადმყოფოშო მოხვდა ვალერიან მეუნარგიასთან და მისი ხელმძღვანელობით ბევრი რამ ისწავლა.არამარტო ჩინებული მკურნალი და ორგანიზატორი იყო- იგი ადამიანური, მოქალაქეობრივი თვისებებითაც გამოირჩეოდა. 
1971 წელს მურმან ფონიამ რიაზანის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:“ აბდომინალური ვაგოტომიის გავლენა კუჭზე, საყლაპავზე, ფილტვებსა და სხვა ორგანოებზე“. მისი თემის  სამეცნიერო ნაწილში, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის  კათედრის გამგე, აკადემიკოსი ბიძინა ხუბუტია, რომელმაც ნიჭიერ ახალგაზრდას ყოველმხრივ შეუწყო ხელი..
 მურმან ფონიას ნაშრომებმა, კონფერენციებსა და კონგრესებზე  მისმა გამოსვლებმა ყურადღება მოსკოვშიც მიიპყრო. ახალგაზრდა, მაგრამ უკვვე სახელმოხვეჭილ პერსპექტიულ ნევროპათოლოგს ბურდენკოს ინსტიტუტში მუშაობა შესთავაზეს, მაგრამ მან სამშობლოში დაბრუნება არჩია და მოღვაწეობა ზუგდიდში გააგრძელა.
 1977 წელს მურმანი ქალაქის ახალგახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილების გამგედ დაინიშნა და აქვე დარჩა 2003 წლის ბოლომდე, ვიდრე უკერნებელმა სნეულებამ არ დარია ხელი.
 საყვარელი ექიმი
მურმან ფონიას სახელი გასცდა ზუგდიდს. მასთან მკურნალობდენენ პაციენტები მთელი სამეგრელოდან.მესტიიდანაც კი ჩამოდიოდნენ.ერთნაირად უყვარდათ პაციენტებს, მათ ჭირისუფლებს და მთელ ხალხს.უსიტყვოდ ენდობოდნენე, მასთან მკურნალობა საამაყოდ მიიჩნეოდა. მისი დარიგებებით, მისი გამოწერილი წამლებით ათეულობით წელი სარგებლობდნენ.
  ბრგე, მხარბეჭიანი, მეტყველი იერსახით, თვალში საცემად კეთილგანწყობილი, პაციენტებს დანახვისთანავე აღუძრავდა ნდობას. თავადაც საოცარი თანაგრძნობის უნარი ქონდა.ავადმყოფს თვალის დახამახამებაში გაუგებდა, უცებ დაამყარებდა მასთან კონტაქტს.საფუძვლიანად გამოჰკითხავდა- იცოდა რა, როგორ ეკითხა და როგორ გაემხნევებინა. უმძიმესი პაციენტებისთვისაც კი ახერხებდა იმედის შთაბერვას. საოცარი ძალა ქონდა მის სიტყვებს. მისი სახელიც კი იმედით ავსებდა ავადმყოფს., შიშა და სასაოწარკვეთილებას უკან ახევინებდა.
 მურმან ფონიას მიაჩნდა, რომ ადამიანი ფასობდა არა მხოლოდ ინტელექტით, არამედ სულიერებით, შინაგანი კულტურით, ზნეობით, უბრალოებით და სამართლიანობითაც.თავადაც ცდილობდა ასე ეცხოვრა. შვილსაც ასევე ზრდიდა. იყო თვითკრიტიკული და საოცრად თავდაჭერილი, გარდა იმ უიშვიათესი შემთხვევებისა, როცა პირისპირ შეეჯახებოდა ზღვარსგადასულ უსამართლობას, ადამიანის ღირსების უტიფარ ხელყოფას. რა საქმისთვისაც არ უნდა მოეკიდა ხელი, ყველაფერი საუკეთესოდ გამოსდიოდა. ძალზე ნაკითხი გახლდათ. განსაკუთრებით უყვარდა ვაჟა-ფშაველა.მშობლიური ქალაქის ახალგახსნილ უნივერსიტეტში აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო-შემოქმედებით შეხვედრებში, დიდად გულშემატკივრობდა ეროვნული მნიშვნელობის ყველა საქმეს.
 
მძიმე წლები
მურმან ფონიამ განსაკუთრებით მძიმედ გადაიტანა 1990-იანი წლები. ქვეყანა აირია, ყაჩაღობა, განუკითხაობა დაიწყო. იმ წლებში ზუგდიდმა ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო. დიდი ავტორიტეტის წყალობით მურმანი რეპრესიებს გადაურჩა, მაგრამ ძალადობას არ ეპუებოდა, საწყალი ხალხის დასაცავად ხმალამოღებული იბრძოდა. საყოველთაო დაძაბულობის გამო ავადმყოფობაც გახშირდა, რასაც ღვაწლმოსილი ექიმი ძალიან განიცდიდა.თავდაუზოგავად ემსახურებოდა ყველას, თანაუგრძნობდა სასოწარკვეთილებამდე მისულ ადამიანებს. ზუგდიდელებს თავიანთ ქომაგად მიაჩნდათ. როცა ქვეყანა ასე თუ ისე, დაწყნარდა, არც კი  კითხეს, საკრებულოს წევრად ისე აირჩიეს.მერე თავმჯდომარის თანამდებობაზეც კი დააყენეს მისი კანდიდატურა, თუმცა ერთი ხმით სხვა კანდიდატმა აჯობა.
  პოლიტიკურ სარბიელზე გასვლა სასიკვდილოდ განწირულმა პენსიონრებმა, ახალგაზრდა უმუშევრებმა, უექიმოდ და უწამლოდ დარჩენილმა ავადმყოფებმა  გადააწყვეტინეს. „სახელის მოსახვეჭად არაფერი გამიკეთებია“- ვკითხულობთ მის ერთ ინტერვიუში,- სიყალბეს ვერაფრით შენიღბავ, საზოგადოებას ვერ მოატყუებ, მეგობრებს ვერც ძალით, ვერც ანგარებით ვერ შეიძენ“. ურთიერთობის მართლაც საოცარი ნიჭი ქონდა.სწამდა, რომ ხალხი კარგად არჩევდა ავსაც და კარგსაც. იყო გულწრფელი და ამს ხედავდნენ და უფასებდნენ.
  ზუგდიდელებისთვის მურმან ფონია ექიმზე მეტი იყო- მათი იმედი, მათი ჭირისუფალი, მათი მეგობარი. მშობლიურ ქალაქში მასავით პოპულარული არავინ ყოფილა.ნებისმიერი ზუგდიდელი უდიდეს მოქალაქედ სწორედ მურმან ფონიას დაასახელებდა..
 
გამოთხოვება
როდესაც შეატყვეს რომ მათი საყვარელი ექიმი თოდუას კლინიკაში იკეთებდა ოპერაციას, უამრავი ზუგდიდელი ჩამოვიდა თბლისში და საავადმყოფოს არ შორდებოდა. მურმანის გარდაცვალების ამბავი რომ გავრცელდა, იმ ღამით თურმე მთელ ზუგდიდში კივილი ატყდა. ზღვა ხალხი დაიძრა მისი ნეშტის შსაგებებლად. ნაწილი რიკოთის გადასასვლელთან დახვდა, ნაწილი- ზუგდიდის გადასასვლელთან. ზუგდიდელებმა მეფური პატივით დაკრძალეს მურმან ფონია, სიყვარულით გამოეთხოვნენ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლეშივე დიდი სახელ;ი მოიხვეჭა, ხოლო სიკვდილის შემდეგ ლეგენდად იქცა.
 
ხუტა პაჭკორია
 
 
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...