მთავარისიახლეებისაზოგადოება”ცენტრ პოინტი" გაიყიდა

”ცენტრ პოინტი” გაიყიდა

Published on

"ცენტრ პოინტი" გაიყიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა. რჩეულიშვილი მყიდველის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკვე დაწყებულია კომპანიის გადაბარების ტექნიკური პროცესი."მოლაპარაკებები დასრულებულია. ახლა ვიწყებთ გადაბარების ტექნიკურ სამუშაოს. ჩვენ გავყიდეთ კომპანია, უბრალოდ მყიდველის კონფიდენციალურობას დავიცავ და ძალიან მოკლე პერიოდში მყიდველზე ინფორმაციას გაიგებს საზოგადოება. ჩვენი კომპანიის გაყიდვის მთავარი პირობა იყო დაზარალებულების დაკმაყოფილება და აქედან გამომდინარე მაიასა და რუსიკოსთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება. როგორ მოხდება ეს ყველაფერი ტექნიკურად და როგორ დალაგდება ვნახავთ. ასეთი დიდი გარიგება მემგონი საქართველოში, ამ სფეროში არ მომხდარა. სამუშაო მოცულობითია და რამდენ ხანში მოხდება ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით", – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.მისივე თქმით "ცენტრ პოინტი" ერთმა კომპანიამ შეიძინა, თუმცა კიდევ ერთი ინვესტორი, კომპანია X2 "ცენტრ პოინტის" 2 ობიექტზე, ყიფშიძისა და კრწანისის მშენებლობაზე მუშაობს."მყიდველი გადაიბარებს ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილების ვალდებულებას და ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ დაზარალებულების ინტერესების დაცვა მყიდველთან", – აღნიშნა გურამ რჩეულიშვილმა.

სიახლეები

უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

პროკურატურა ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შსს-ს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს – TI

"პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის...

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს....

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...