მთავარისიახლეებიმსოფლიო"როგორ მოხდა, генацвале..." - უკრაინის რადას სპიკერს საქართველოს ხელისუფლებასთან კითხვები აქვს

“როგორ მოხდა, генацвале…” – უკრაინის რადას სპიკერს საქართველოს ხელისუფლებასთან კითხვები აქვს

Published on

უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლების ეხმიანება და ის ნაბიჯები აკვირვებს, რაც თბილისმა  რუსეთთან ვაჭრობის განახლებისთვის გადადგა.

საუბარია “როსსელხოზნადზორთან” მოლაპარაკებაზე, რის შედეგადაც 15 ქართულ მწარმოებელს რუსეთის მიერ ადრე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნა და ნება მიეცა, რუსეთის ტერიტორიაზე ქართული რძის ნაწარმი შეეტანა. 

“გამარჯობა, გენაცვალე!” ჩემს ქართველ პარლამენტარ კოლეგებს ყოველთვის ასე მივმართავდი. როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ რუსეთის მიერ თქვენს მოძმე ერთან, უკრაინასთან ომის დაწყების ფონზე, იმ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობის დაწყება გადაწყვიტეთ, რომელიც, როგორც თქვენ, ასევე ჩვენც დაგვესხა თავს?

რუსეთის მიერ ქართულ პროდუქციაზე სანქციების შემსუბუქება, მადლობის ნიშანი არ არის იმისთვის, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინას მხარს ბოლომდე არ უჭერს. 15 უდიდესი რძის მწარმოებელი კომპანიისთვის შეზღუდვების მოხსნა ჩვენს ათასწლოვან მეგობრობას, ჩვენს მრავალწლიან ბრძოლას ზიანს აყენებს.

ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი მხარს უკრაინას უჭერს და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებას. ნუთუ დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვა, რომ მტრებს შორის ყველაზე დიდი მტერი ის არის, ვინც თავს მეგობრად გაჩვენებს.

ყველამ ზუსტად ვიცით, საქართველო მხოლოდ მთავრობა არ არის, ეს თავად ამაყი, უშიშარი და კაცთმოყვარე ქართველი ერია, რომელიც არასოდეს გაჩუმდება, როდესაც მისი ძმა გასაჭირშია.

თქვენც არ უნდა გაჩუმდეთ, ძვირფასო პარლამენტარებო, რადგან თქვენც ქართველი ერის ნაწილი ხართ!, – ამბობს სტეფანჩუკი ვიდეომიმართვაში.

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...