მთავარისიახლეებიმსოფლიოროგორ უნდა გაითხაროს საძმო საფლავი სასწრაფო წესით- 26.02. ხელმოწერილი, რუსული ინსტრუქცია

როგორ უნდა გაითხაროს საძმო საფლავი სასწრაფო წესით- 26.02. ხელმოწერილი, რუსული ინსტრუქცია

Published on

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებოდ უკრაინაში გამოსაყენებლად შეცვალა სასწრაფო წესით ჯარისკაცთა ცხედრების დამარხვის ინსტრუქცია. 

ინსტრუქცია, რომელიც უკრაინაში გადასროლილ რუსულ შენაერთებს გადაეგზავნა, ეტაპებადაა დაყოფილი და მასში მითითებულია საძმო საფლავის სიგრძე, სიგანე და სიღრმე, ასევე ჩამოთვლილია ის პროცედურები, რაც აუცილებელია ცხედრების გარწნის შედეგად გამოწვეული ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად. 

ინსტრუქციას თან ერთვის ვიზუალური ნიმუშები, რა ეტაპი როგორ უნდა გამოიყურებოდეს. ბოლოს გათვალისწინებულია ცხედრების დამარხვის ადგილის მორწყვა სპეციალური ხსნარით.

ინსტრუქციის მიხედვით, თავდაპირველად უნდა გაითხაროს საძმო საფლავი, რომლის სიგრძე 20 მეტრია, სიგანე 3, ხოლო სიღრმე – 2, 3 მეტრი. 

ამას მოსდევს ამოთხრილ ორმოში ცხედრების ჩალაგების სქემა:

და ბოლოს, ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოირწყას ბოლოს საძმო საფლავი სპეციალური ხსნარით:

აღსანიშნავი და საინტერესოა, რომ ინსტრუქცია 26 თებერვალსაა ხელმოწერილი, ანუ, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის მეორე დღეს, რაც ადასტურებს, რომ ის უკრაინაზე მორგებული მუშა პროექტია. 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...