მთავარისიახლეებიმსოფლიოფრენის სიშორე 120-კმ, ქობინის მასა 482 კგ - ოკუპანტებმა კიევისკენ «Точка-У» წასწიეს

ფრენის სიშორე 120-კმ, ქობინის მასა 482 კგ – ოკუპანტებმა კიევისკენ «Точка-У» წასწიეს

Published on

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ უკრაინის დედაქალაქი კიევი განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა: ოკუპანტებმა კიევისკენ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “ტორთან” ერთად, ტაქტიკურ-სარაკეტო კომპლექსი “ტოჩკა უ”-ც წასწიეს. 

გონჩარენკო წერს, რომ ამის შესახებ მთელ მსოფლიოს უნდა გააგებინონ და სთხოვს მოქალაქეებს, ვინც შენიშნავს კიევისკენ მიმავალ კოლონას, ინფორმაცია ფოტო და ვიდეომტკიცებულების სახით უკრაინის ოფიციალურ სტრუქტურებს მიაწოდონ. 

გონჩარენკოს თქმით, ის, რასაც რუსეთი ახლა კიევს უმიზნებს, განსაკუთრებით საშიში ტერორისტული იარაღია. აქვე მოყვანილია მახასიათებლებიც და ნათქვამია, რომ ტაქტიკურ-სარაკეტო კომპლექს “ტოჩკის” რაკეტის ფრენის სიშორე 120 კმ-ია, მისი საბრძოლო ქობინის მასა 483 კგ-ს სეადგენს, ხოლო წრიული გადახრა – 95 მეტრს. 

რაც შეეხება “ტორს” ეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განკუთვნილია ქვეითთა ჯარების პირველი ეშელონების დასაცავად ფრთოსანი რაკეტებისა და დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატებისგან. კომპლექსი მუშაობს როგორც ხელით მართვის რეჟიმში, ასევე მთლიანად ავტომატურ რეჟიმში.

ფოტოზე: “ტოჩკა უ” კომპლექსი აღლუმზე ეკატერინბურგში.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...