მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთის ომში დაღუპულები პოლიტიკურმა პარტიებმა ენგურის ხიდზე გაიხსენეს

აფხაზეთის ომში დაღუპულები პოლიტიკურმა პარტიებმა ენგურის ხიდზე გაიხსენეს

Published on

პოლიტიკურმა პარტიებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ენგურის ხიდთან შეკრება წუხელ გვიან ღამით დაიწყეს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს"  ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა წუხელ გვიან ღამით  მდუმარე აქცია გამართეს. ენგურის ხიდზე მდუმარე აქციით დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა .,,ჩემო ზვირფასო დევნილებო, დღეს ამ ტრაგიკულ და სიმბოლურ დღეს მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი და მწამს რომ მალე ცვენ სოხუმსი სევხვდებიტ და ერთად ავირჩევთ სოხუმის მერს"- ამ სიტყვებით მიმართა დღეს ენრთიანი ნაციონალური მოზრაობსი თბილისის მერობის კანდიდატმა ენგურის ხიდიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას.კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა,შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა  საქარველოს უახლეს ისტორიაში. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდეგაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს  რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს.საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.

სიახლეები

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - მოსახლეობა ახალ წელს ერთად...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - ის აღნიშნავს, რომ...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ, კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს...

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. დღეს ჩვენთვის...