მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართველი მებრძოლების ალყაში მოქცევა და განადგურება არ დასტურდება - ნახეთ დეტალები

ქართველი მებრძოლების ალყაში მოქცევა და განადგურება არ დასტურდება – ნახეთ დეტალები

Published on

«Россия 1»-ის ეთერში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში, კერძოდ, ვოლნოვახთან, 60-დე ქართველი დაქირავებული მებრძოლი ალყაში მოაქციეს და მათი მესამედი უკვე განადგურებულია, არ დასტურდება. 

ინფორმაცია “ოდიშინიუსმა” უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლთა რამდენიმე ჯგუფთან გადაამოწმა, რომლებიც ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ცნობები რუსეთის პროპაგანდისტული საშუალებების მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის ნაწილია. 

“ჩვენი ბიჭები, მათ შორის, ახალჩამოსული მოხალისეები, განაწილებული არიან სხვადასხვა ლოკაციაზე, მათთან არის მუდმივი კომუნიკაცია და მსგავსი შემთხვევა, რომ რომელიმე ჯგუფი ალყაში მოხვდა, ან ტყვედ ჩავარდა, ან განადგურებულია, არ გვქონია.

რაც შეეხება ვოლნოვახს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ახალი ალყა არ არის, ამ მიმართულებაზე უკვე მეხუთე დღეა, ბრძოლები მიმდინარეობს.

აქ არიან ოფიციალურად უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და არა რომელიმე ლეგიონის “, – უთხრა “ოდიშინიუსს” ერთერთი ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომლის ვინაობასა და დისლოკაციის ადგილს არ ვასახელებთ. მისივე თქმით, ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადამოწმდება. 

შეგახსენებთ, «Россия 1»-ის ეთერში, ჟურნალისტმა სემიონ პეგოვმა განაცხადა, რომ 60 ქართველი ბოევიკიდან 15 განადგურებულია. 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...