მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი ვინიცას სამხედრო საწყობში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი ვინიცას სამხედრო საწყობში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

Published on

,,ფრიად ძვირადღირებული საჩქარი პუტინისგან პოროშენკოს დაბადების დღეზე – აფეთქებები ვინიცაში – ასე გამოეხმაურა საქარველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციურ ძალთა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, ვინიცაში მომხდარ აფეთქებას. ამით იგი ეუბნება ამერიკელებს: ნუ მისცემთ უკრაინელებს შეიარაღებას –ისინი ვერ შეძლებენ უზრუნველყონ მისი  უსაფრთხოება. საკითხავი ის არის, რატომ ვაძლევთ პუტინს ასეთი საჩუქრის გაკეთების საშუალებას’’. 
 
კიევიდან დაახლოებით 200-ს კილომეტრში,  ქალაქ კალინოვკას მახლობლად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე დიდი საწყობში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საწყობში 188 ათასი ტონა საბრძოლო მასალა, მათ შორის სმერჩისა და გრადის ტიპის ჭურვები ინახებოდა.
რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა. 
ადგილზე ამ დრომდე 1200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სამხედრო მოსამსახურე, ასევე 50-მდე ერთეული სახანძრო ტექნიკაა მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია 2 დაშავებულის შესახებ.
სამართალდამცველებმა ახლომდებარე დასახლებებიდან 28 ათასი  ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
ქალაქის გარშემო 50 კილომეტრის რადიუსზე დახურულია საჰაერო სივრცე. ადგილზე უკრაინის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა.
ვლადიმერ გროისმანის განცხადებით, ვითარება კონტროლირებადია. უკრაინის გენერალურ შტაბში დივერსიას არ გამორიცხავენ.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი იური ბირიუკოვი ამბობს, რომ სოფელ კალინოვკაში ხანძარი და აფეთქებები შესაძლოა უპილოტო საფრენ აპარატს გამოეწვია.
ამის შესახებ ბირიუკოვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
 
„ერთ-ერთმა მებრძოლმა საგუშაგოზე უცნაური ხმა გაიგო და ამის შესახებ მორიგეს შეატყობინა. რამდენიმე წამში კი ღია მოედანზე აფეთქებები დაიწყო. პერიმეტრი კარგად იყო დაცული, ასე რომ ყველაფერი უპილოტო საფრენ აპარატზე მიუთითებს. უკრაინის უშიშროების სამსახური მის ჩამოგდებას ცდილობდა. არაოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ვიღაც დააკავეს, მაგრამ ვიღაცამ მაინც გააღწია“, – წერს ბირიუკოვი.
 
ხანძარს ვინიცის საწყობში დაერთო აფეთქება კიევში – ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ცეცხლის გავრცელებას მოგვიანებით აფეთქებაც მოჰყვა. ხანძრის შედეგად დაიწვა ბაღის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, დაზიანებულია ახლომდებარე მანქანები.
ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
 
„მოხდა დაუმთავრებელ საბავშვო ბაღში ხანძარი, რომელსაც მოჰყვა აფეთქება. ღობე დაიწვა, მიმდებარე შენობა, ცეცხლი მანქანებზეც გადავიდა . ინფორმაცია დაშავებულტა და დაღუპულთა შესახებ არ ვრცელდება.
 

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...