მთავარისიახლეებიმსოფლიო"50 ტონა დიზელი... ბუდაპეშტის მემორანდუმი კარგად რომ დავწვათ?" - ზელენსკი ნატოს აკრიტიკებს

“50 ტონა დიზელი… ბუდაპეშტის მემორანდუმი კარგად რომ დავწვათ?” – ზელენსკი ნატოს აკრიტიკებს

Published on

უკრაინის პრეზიდენტი მოქალაქეებს ომის მეცხრე დღის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად მიმართავს და ისევ ნატოს გაუბედავ ნაბიჯებს აკრიტიკებს. 

მისი თქმით, ნატოს წევრი ყველა ქვეყნის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთი აპირებს გააგრძელოს უკრაინული ქალაქების დაბომბვა, მაგრამ ამის მიუხედავად, სამიტზე არ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინაში უპილოტო ზონის გამოცხადების შესახებ. 

“თქვენ უნდა გეფიქრათ ხალხზე, ადამიანებზე, რომლებიც დაიღუპნენ და მომავალშიც დაიღუპებიან თქვენი სისუსტის გამო. რაზე ფიქრობდით იმ სხდომაზე? ყველაფერი, რაც დღეს შეძელით, ის იყო, რომ ჩვენთვის 50 ტონა დიზელის საწვავი შეისყიდეთ…

ალბათ, იმისთვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი (1994 წელს უკრაინის, რუსეთის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი, რითაც უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე და ქვეყანაში არსებული ბირთვული არსენალის განადგურების პირობა დადო, სანაცვლოდ კი უსაფრთხოების გარანტიები მიიღო,-რედ.) დავწვათ, რომ კარგად აალდეს? მაგრამ ის ჩვენთვის ისედაც დამწვარია.

ნუთუ ასეთი ნატო გვინდოდა? ასეთ ალიანსს ვაშენებდით? დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქების დაბომბვის გაგრძელებას”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ, აქტიურად ითხოვს ნატოსგან უკრაინის გამოცხადებას უპილოტო ზონად და ქვეყნის თავზე ცის დახურვას. 

დენი კი არა, ჟანგბადი რომ გადაგვიკეტოთ, ჩავისუნთქავთ და გეტყვით: “გაეთრიეთ!” – ზელენსკი ოკუპანტებს

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...