მთავარისიახლეებიკულტურამოკლემეტრაჟიანი ფილმი „ამოკი“ ზუგდიდელი მაყურებლისთვის

მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ამოკი“ ზუგდიდელი მაყურებლისთვის

Published on

ზუგდიდში, სოციალურ  კაფე Mego Bar-ში მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა გაიმართა. ახალგაზრდა შემოქმედებითმა ჯგუფმა, მაყურებელს დამწყები რეჟისორის ირაკლი ჩაკაბერიასა და ოპერატორის ირაკლი გამსახურდიას ფილმი „ამოკი“ წარუდგინეს. ფსიქიკური დაავადება, მკვლელობის დაუოკებელი სურვილია ანუ ამოკით შეპყრობილი ფილმის მთავარი გმირის ისტორია საინტერესოდ ვითარდება. ფსიქიკური პრობლემის მქონე ქალი მკვლელი ხდება და საბოლოოდ მის წარმოსახვაში არსებული სამყარო რეალური ხდება. ფილმი ახალგაზრდების პირველი მცდელობაა, რომელიც  ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, მეგობრების თანადგომით გადაიღეს.ახალგაზრდების ჯგუფს სამომავლოდ უამრავი გეგმა აქვს, ისინი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებასა და აუდიტორიის გაფართოებაზე ფიქრობენ.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...