მთავარისიახლეებიმსოფლიობერძნული მედია 24 საათით გაიფიცა

ბერძნული მედია 24 საათით გაიფიცა

Published on

ბერძნული მედია 24 საათით გაიფიცა. დღეს დილის 6 საათიდან ხვალ დილის 6 საათამდე რადიოებსა და ტელევიზიებში ახალი ამბების გამოშვებები არ გავა, არ მუშაობს საინფორმაციო ვებგვერდებიც.
გაფიცვის ორგანიზატორია ჟურნალისტების გაერთიანება ESHEA
 
გაფიცული მედიასაშუალების წარმომადგენლები დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემის შენარჩუნებას და მედიის თანამშრომლების შრომითი და სოციალური უფლებების დარღვევის შეწყვეტას ითხოვენ. 
 
პროფკავშირებში ამბობენ, რომ მთავრობასთან და დამსაქმებლებთან ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა იმ ფონდის (EDOEAP) გადარჩენა, რომლის საშუალებითაც ჟურნალისტები დამატებით პენსიებს, სამედიცინო მომსახურებას და ერთჯერად ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.
 
მედიის წარმომადგენლები ბოლოს 2017 წლის მაისში გაიფიცნენ. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...