მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზღვარზე მებაჟეებმა ოქროს ნაკეთობები გადატანის მცდელობები აღკვეთეს

საზღვარზე მებაჟეებმა ოქროს ნაკეთობები გადატანის მცდელობები აღკვეთეს

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინა.
 
გამოძიების ცნობით, ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 16 ათას ლარს შეადგენს.
 
დანარჩენ ორ შემთხვევაში კი დაკავებულ პირებს  "სარფის“ გავლით, საქართველოდან თურქეთში უმაღლესი სინჯის ოქროს და ოქროს ნაკეთობების გადატანა სურდათ.
 
შემოსავლების სამსახურის  ინფორმაციით , 20 სექტემბერს თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე ნ.ბ. შემოვიდა, რომელსაც ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ზოდები, საერთო წონით 650 გრამი აღმოაჩნდა. საქონლის ღირებულებამ 44362,50 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 
21 სექტემბერს, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანა საქართველოს მოქალაქე, ს.გ-მ სცადა. მოქალაქის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებიე:1 ც. ოქროს სამაჯური, 1 ც. ოქროს ყელსაბამი, 6ც. ოქროს ბეჭედი, 13ც. ოქროს სამეული, საერთო წონით 166,94 გრამი აღმოაჩინეს. საქონლის ღირებულებამ 6647.54 ლარი შეადგინა. ს.გ. დაჯარიმდა სსკ-ს 289-ე მუხლის მე-10 ნაწილით და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6647.54 ლარის ოდენობით

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...