უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ 9 166 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. გარდა ამისა, უკრაინული მხარე რუსეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებს:
ტანკი – 251;
საბრძოლო ჯავშნიანი მანქანა – 939;
საარტილერიო სისტემა – 105;
თვითმფრინავი – 33;
ვერტმფრენი – 37;
საავტომობილო ტექნიკა – 404;
მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები – 2 და ა.შ.
პირველი ოფიციალური ინფორმაცია დაღუპული ჯარისკაცების შესახებ რუსეთმა 2 მარტს გაავრცელეს. მათი მტკიცებით, იმ მომენტისთვის დაღუპული იყო 498 ჯარისკაცი.