საქართველოში განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ბაზების სატანკო ეკიპაჟები ვოლგოგრადში მიემართებიან, სადაც “სატანკო ბეატლონში” შეჯიბრება იწყება.
რუს ტანკისტებთან ერთად შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან ასევე სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმებს დაქვემდებარებული სატანკო ჯარების ეკიპაჟების წევრები.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვადიმ ასტაფიევი აცხადებს, რომ პრუდბოის პოლიგონზე მონაწილეები ერთმანეთს Т-72Б3-ებით შეეჯიბრებიან.