მთავარისიახლეებიმსოფლიოსიტუაცია უკრაინაში 15:00 (თბილისის დრო) საათისთვის - არესტოვიჩის შემაჯამებელი ბრიფინგი

სიტუაცია უკრაინაში 15:00 (თბილისის დრო) საათისთვის – არესტოვიჩის შემაჯამებელი ბრიფინგი

Published on

კიევის ოლქის ბუჩანის რაიონში, ქალაქის ტიპის დასახლება მაკაროვში უკრაინის შეიარაღებულმა ზალებმა რუსი ოკუპანტები უკუაგდეს.

“ისინი გააქციეს და ბუჩქებში დასდევენ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა, რომელმაც უკრაინაში 3 მარტის 13:00 საათისთვის (თბილისის დროით 15:00) არსებული ვითარების ანგარიში წარადგინა. 

ჩერნიგოვი-სუმის მიმართულება – იბომბება საცხოვრებელი კვარტლები, რუსი სამხედროები კიევისკენ წინ წაწევას ცდილობენ, მაგრამ არესტოვიჩის თქმით, “მათ ბევრი სიურპრიზი ელით”.

ხარკოვის მიმართულება – რუსი სამხედროები ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას და უტევენ დასავლეთიდან, მაგრამ მათი ტემპი ძალიან დაბალია. არესტოვიჩის თქმით, მალე უკანდახევა მოუწევთ. 

გაერთიანებული ოპერაციების ზონა – უკრაინული შენაერთები პოზიციებს ამაგრებენ, გაამაგრეს პოზიციები გორლოვკაში. მარიუპოლში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 

ხერსონი-ნიკოლაევის მიმართულება – მეორე დღეა, რუსული მხარე შეტევაზეა, თუმცა, სასტიკი დამარცხება იწვნია ყველა შეტევაზე. ვერ ახერხებს წინ წაწევას და არათუ ოპერატიული, ტაქტიკური წარმატების მიღწევაც ვერ შეძლო. 

ენერგოდარი და ზაპოროჟიე – კონტროლდება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ. ატომურ ელექტროსადგურში დაცულია უსაფრთხოება. განგაშის საფუძველი არ გვაქვს. 

ოდესა-ნიკოლაევი – ოდესა დგას, ნიკოლაევმა გუშინ ღამით მთლიანად გაანადგურა საჰაერო დესანტი. ცნობას ოდესისკენ დაძრული რუსული ხომალდების შესახებ ადგილობრივები სიხარულით შეხვდნენ და ახლა მათთან შეხვედრას ელოდებიან.

ღამის განმავლობაში რუსეთმა საავიაციო და სარაკეტო დარტყმები განახორციელა ქალაქებზე: კიევი, ხარკოვი, ჟიტომირი. “ეს არის ჩვენი დაშინების და ჩვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდი, რომელიც არ გაუვათ”, – ამბობს არესტოვიჩი. 

“საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია მათთვის გაუარესებულია, ჩვენ კი უკეთეს პოზიციებზე ვიმყოფებით”, – შეაჯამა ბრიფინგი არესტოვიჩმა. 

სამუდამოდ, კიევის ზღვის ფსკერზე – როგორ ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი უკრაინელებმა [Video]

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...