მთავარისიახლეებიმსოფლიოიანუკოვიჩი მინსკში კრემლის განცხადებას და "აღდგენილი პრეზიდენტის" ტიტულს ელოდება

იანუკოვიჩი მინსკში კრემლის განცხადებას და “აღდგენილი პრეზიდენტის” ტიტულს ელოდება

Published on

უკრაინული დაზვერვის საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებსდ ინფორმაციას, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ქვეყნიდან 2014 წელს გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩი ამ დროისთვის ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ელოდება, რათა კიევის აღების შემდეგ კრემლმა ისევ უკრაინის პრეზიდენტად გამოაცხადოს.

გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხეილ პოდოლიაკი ამბობს, რომ ეს უგუნური გადაწყვეტილებაა. 

“ეს რა ქვეყანაა, არანაირი ობიექტური ანალიზის უნარი არა აქვს და ამიტომაც იღებენ ასეთ უაზრო გადაწყვეტილებებს. როგორ არ უნდა ესმოდეთ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი პოლიტიკური გვამია, იმდენად ტოქსიკური, რომ უფრო მეტ წინააღმდეგობას გამოიწვევს”, – ამბობს მიხეილ პოდოლიაკი.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...