მთავარისიახლეებიმსოფლიოკიევის დატოვების მცდელობისას ოკუპანტებმა მანქანას ესროლეს - დაცხრილული უკრაინული ოჯახი

კიევის დატოვების მცდელობისას ოკუპანტებმა მანქანას ესროლეს – დაცხრილული უკრაინული ოჯახი

Published on

ცნობილი ხდება, რომ 26 თებერვალს, კიევთან ახლოს, ოკუპანტების მიერ ავტომობილისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად, მანქანაში მყოფი ხუთიდან სამი ადამიანი დაიღუპა. 

“ობოზრევატელის” ცნობით, მანქანაში ერთი ოჯახის წევრები ისხდნენ. სვეტლანა ზაპადინსკაია, ანტონ კუდრინი და 11 წლის პოლინა კუდრინა – დედა, მამა და შუათანა გოგონა ადგილზე დაიღუპნენ, 5 წლის სემიონი და 14 წლის სონია კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.

ბიჭუნა მძიმედაა, მას თავის ტვინის გაჟონვა აქვს და ყელშია დაჭრილი, სონიას კი წინ რამდენიმე ოპერაცია ელოდება, რათა სხეულში ჩარჩენილი რამდენიმე ტყვია ამოიღონ.

ცნობილია, რომ ოჯახი კიევის დატოვებას ცდილობდა, ცეცხლი კი კიევის გასასვლელთან ახლოს, ჰაერიდან გაუხსნეს. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...