მთავარისიახლეებისაზოგადოებალვოვის სასამართლომ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ჯარიმა დააკისრა

ლვოვის სასამართლომ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ჯარიმა დააკისრა

Published on

ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით ჯარიმა დააკისრა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 3400 გრივნის ოდენობის ჯარიმა და ამასთან ერთად, სასამართლო მოსაკრებელი 320 გრივნა უნდა გადაიხადოს.საქმეს ლვოვის მოსტისკის რაიონული სასამართლო განიხილავდა. პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. მან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ადგილობრივი არხის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსამართლეც და მოწმეებიც ხელისუფლების დავალებებს ასრულებენ.სააკაშვილის თქმით, მოსამართლეების უსამართლო გადაწყვეტილებებს რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერებიც ადასტურებენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რადას დეპუტატის სახელით მოსამართლეებს დაურეკეს და კონკრეტული დავალებები მისცეს.თავად მოსამართლე იური ბელოუსი კი, ამ ბრალდებებს უარყოფს. სასამართლოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა და სააკაშვილის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საქმის განხილვა კანონის დაცვით წარიმართა."მთავარი ის კი არ არის, რომ მე სასამართლოში არ გამოვცხადდი. ეს არის ხელისუფლების ტაქტიკა, მათ სურთ, რომ ჩვენ გამუდმებით სასამართლოებში გვარბენინონ და სხვა საქმე არ ვაკეთოთ. უკრაინაში არ არსებობს სასამართლო და სამართლიანობა. ყველა მოსამართლე მოსყიდულია და ასრულებს ხელისუფლების დავალებებს. ამას ადასტურებს ეს ჩანაწერებიც. სხვათაშორის ეს პრანკერები არ არიან კეთილგანწყობილი უკრაინის მიმართ. მათ ორჯერ დამირეკეს პირადად მე. გამყიდველი გენერალი ეგოროვი, რომელიც ცნობილი კონტრაბანდისტი და მესაზღვრეა, მთელი პროცესის განმავლობაში იტყუებოდა. ჯერ ამბობდნენ, რომ არსებობდა ევაკუაციის შესახებ ბრძანება, მერე თქვეს, რომ იყო საზღვრის გარღვევა, შემდეგ იძულებულები გახდნენ ეღიარებინათ, რომ მე უკვე ვიყავი უკრაინის ტერიტორიაზე. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მოვიდოდა პოლიცია და ამ მოსამართლეს ხელბორკილებს დაადებდა და ციხეში გადაიყვანდა. ის კი, ახლა აგრძელებს მუშაობას და გადაწყვეტილებები გამოაქვს. სად ვცხოვრობთ?! ასეთი გენერლები და მოსამართლეები არიან უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მტრები. ამიტომ, მე არ დავნებდები იქამდე, ვიდრე ისინი ციხეში არ მოხვდებიან და ეს ასე იქნება, მე ამის პირობას გაძლევთ," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...