მთავარისიახლეებისაზოგადოებაზურაბ სოტკილავას ცხოვრების დრამა: მე არ ჩავდივარ აფხაზეთში, რადგან ბევრი ქართველი, რომლებსაც...

ზურაბ სოტკილავას ცხოვრების დრამა: მე არ ჩავდივარ აფხაზეთში, რადგან ბევრი ქართველი, რომლებსაც საკუთარი სახლები მიტოვებული აქვთ, იქ ვერ ჩადის …

Published on

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა წუხელ გვიან ღამით მოსკოვიდან თბილისში ჩამოასვენეს. არტისტს აეროპორტში ოჯახის წევრები, საპატიო ყარაული და ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლი დახვდა, რის შემდეგაც ის საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ზურაბ სოტკიკავას  შაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი ოპერის თეატრში 23 სექტემბერს დილიდან გაიმართება. 
 
ზურაბ სოტკილავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მან თითქოს  დაამარცხა კიბო  წარმატებული ოპერაციისა და ქიმიოთრაპიის კურსის გავლით , მაგრამ  სენმა ბოლოს მაინც თავისი გაიტანა… 
ზურაბ სოტკილავა ვერც მშობლიურ ოტობაიაში ჩავიდა და ვერც სოხუმში… თუმცა ამის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა…
 
 პოპულარულ თოქ-შოუში ,,ამ საღამოს ანდრეი მალახოვთან'',  რომელიც  მისი გამოჯანმრთელების თემას მიეძღვნა, მას უჩვენეს კადრები, რომელიც აგფხაზეთში, მისი მშობლების მოუვლელ, სარეველათი გადაფარულ  საფლავზე იყო გადაღებული,  მოპარული იყო სოტკილავას მშობლების  საფლავის  ქვებიც… – მან   ემოცია ვერ დამალა და იტირა…
 
ანდრეი მალახოვის კითხვაზე …რატომ არ  ჩადიოდა მშობლების საფლავზე,   სოტკილავამ უპასუხა… ,, ომის მერე არ ჩავსულვარ აფხაზეთში… მე მყავს საკმაოდ გავლენიანი აფხაზი მეგობრები, რომელთაც შეუძლიათ ჩემი უსაფრთხო ჩასვლა უზრუნველყონ სოხუმში… მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი ქართველი, რომლებსაც საკუთარი სახლები მიტოვებული აქვთ და ვერ ჩადიან აფხაზეთში… მეც არ ჩავდივარ იქ… არ მინდა მათ ვაწყენინო,,
 
გადაცემაში სტუმრად მოწვეულმა, მოსკოვში მცხოვრებმა აფხაზმა საოპერო მომღერალმა ქალმა ხიბლა გერზმავამ,  ზურაბ სოტკილავას ურჩია, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩავიდეს სოხუმში ,,თუ თქვენ ჩახვალთ სოხუმში… თქვენ არავინ არაფერს გეტყვით… რადგან თქვენ ზურაბ სოტკილავა ხართ,, – განაცხადა გერზმავამ.
 
მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს… ზურაბ სოტკილავას ხელის გულზე ატარებდნენ მოსკოვში, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა… ვალი გადასახდელია და მასაც მიუღია ოკუპანტისგან სამთავრობო ჯილდოები, ბევრი რამ უთქვამს ისეთი, რასაც გარემოება აიძულებდა … მაგრამ ამის საპირწონე ყოველთვის იყო გულში ღრმად დამარხული ტკივილი, რომელიც დროდადრო ამოხეთქავდა ხოლმე… ასეთ მომენტებშიც კი.
 
ასეთი იყო დრამატული ტენორის ცხოვრების დრამა და  ის დაბრუნდა,  თბილისში. ჯერჯერობით.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...