მთავარისიახლეებისანქციების გამო, ლავროვი გაეროს სესიაზე დასასწრებად ვერ მიდის

სანქციების გამო, ლავროვი გაეროს სესიაზე დასასწრებად ვერ მიდის

Published on

სანქციების გამო, სერგეი ლავროვი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა მაღალი დონის სესიაზე დასასწრებად ვერ ჩადის. ინფორმაციას მისი პრეესპიკერი, თავადაც დასანქცირებული მარია ზახაროვა ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, პრობლემები აქვთ დელეგაციის სხვა წევრებსაც.

“ევროპულმა ქვეყნებმა დაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, ამიტომ მინისტრი ლავროვი ვერ მიიღებს მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციაში, გაერო ვერ უზრუნველყოფს ლავროვის ჩასვლას ჟენევაში”. – თქვა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა. დაწესდა პერსონალური სანქციებიც ვლადიმირ პუტინის, სერგეი ლავროვის და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსნის მიმართ.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...