მთავარისიახლეებიკიევში 08:00 საათიდან მეტრო მუშაობას დაიწყებს, სასურსათო მაღაზიები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან

კიევში 08:00 საათიდან მეტრო მუშაობას დაიწყებს, სასურსათო მაღაზიები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან

Published on

კიევში დილის 08:00 საათიდან სასურსათო მაღაზიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებგამოცემა UNIAN ტელეგრამ არხში KSCA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მეტროში მატარებლები ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით ნაკლები სიხშირით იმოძრავებს.

KSCA მოსახლეობას სთხოვს არ გამოვიდნენ გარეთ და არ გადაადგილდნენ ქალაქში საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში.

“გაითვალისწინეთ, რომ კომენდანტის საათი არ მოხსნილია. 28 თებერვლიდან იგი გაგრძელდება, როგორც ადრე იყო განსაზღვრული, 22:00 საათიდან 07:00 საათამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, წუხანდელმა ღამემ ზოგადად კიევში მშვიდად ჩაიარა, იყო რამდენიმე შეტაკება და ბრძოლა დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებთან.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...