მთავარისიახლეებირასაც მტერი აკეთებს ლაჩრობაა, დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ - ზელენსკი

რასაც მტერი აკეთებს ლაჩრობაა, დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ – ზელენსკი

Published on

“პირობა მოგვცეს, რომ დასახლებულ პუნქტებს არ დაბომბავდნენ, თუმცა მოგვატყუეს. შემოჭრის პირველი დღიდან რუსებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რასაც მტერი აკეთებს, ლაჩრობაა.

“ხალხი სამშობლოს დასაცავად ფეხზე დადგა და მტერმა მათ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნა. ეს ტერორია. ისინი შეტევებისა და ჩვენი შვილების დახოცვის გაგრძელებას აპირებენ. ეს ბოროტებაა. ბოროტება, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა და რომელიც უნდა გავანადგუროთ.

პირობა მოგვცეს, რომ დასახლებულ პუნქტებს არ დაბომბავდნენ, თუმცა მოგვატყუეს. შემოჭრის პირველი დღიდან რუსებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს. ელექტრო სადგური, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და საცხოვრებელი სახლები ინტენსიური შეტევის სამიზნეა. იმის გამო, რასაც ოკუპანტი აკეთებს, კიევში, ხარკოვში, ოდესასა და სხვა ქალაქებში, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა გასამართლდეს. ყველა კანონდარღვევას ვაფიქსირებთ.

უკრაინული ძალები მედგრად დგანან და მტრის გეგმას ანადგურებენ. ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგობა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. მართალია ეს ძვირი დაგვიჯდება თუმცა, სიცოცხლეზე, სამშობლოზე და თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია”, – თქვა ზელენსკიმ.

მანვე მადლობა გადაუხადა დასავლეთს მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ რუსეთი SWIFT-დან გათიშეს.

“დასავლელი მეგობრები მხარდაჭერას გვიწევენ. ანტი-საომარი კოალიცია მუშაობს. ვესაუბრე მეგობრებს, მათ შორის ნიდერლანდების პრემიერს, საქართველოს პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერს. მადლობა დასავლეთს რუსეთის SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გათიშვის გამო. განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ანდჟეი დუდას რომელიც პირადად ლიდერობს უკრაინის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხს. რუსეთი ბოროტების გზაზეა. მსოფლიომ მას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ხმის მიცემის უფლება უნდა წაართვას. უკრაინელებო, ჩვენ ზუსტად ვიცით რასაც ვიცავთ, ჩვენ გავიმარჯვებთ”, – ამბობს ზელენსკი.

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...